ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი

01 იანვარი - დროებითი საგამოფენო სივრცე
27
სექ
საერთაშორისო გამოფენა
განთავსდა: 27 სექტემბერი

ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი

ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი

ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი

2019 წლის 7 აგვისტოს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა ქეთი დავლიანიძის გამოფენას  - ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი. ექსპოზიცია ანტისაოკუპაციო აქცენტით, აფხაზეთის თემაზე იყო  და სიმბოლურად აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეძღვნებოდა. ავტორს აფხაზეთთან პირადი ისტორია და სახლი აკავშირებს. პეიზაჟების და ემოციების გახსენება ფერებით მხატვრისთვის ერთგვარი გზაა მისი წილი აფხაზეთის დასაბრუნებლად.

ქეთი დავლიანიძის გამოფენა მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში 7 აგვისტოს გაიხსნა და 14 აგვისტომდე გაგრძელდა.

აუდიო-ვიდეო ინსტალაცია, რომელიც გამოფენის ნაწილი იყო, მივიწყებული ემოციების გამოღვიძებას, გულგრილობისა და აპათიის გადალახვას ისახავდა მიზნად. ქეთი დავლიანიძის ფერწერულმა ტილოებმა მელიქიშვილის გამზირზე გაისეირნა - გამოფენა რუსთაველის #7-ში თავად მივიდა დამთვალიერებელთან და ამ ფორმით ქეთის ხელოვნება შეახსენა  მას დიდი ხნის მივიწყებულ, ხელოვნურად დათრგუნული გრძნობები. ვიდეოინსტალაცია ასახავდა გამვლელებისა და ნახატების შეხვედრას, ამ აქტით გამოწვეულ რეაქციებს, ემოციებს. ვიდეოარტის მიზანი იყო, არ დავრჩეთ გულგრილნი და შევახსენოთ ჩვენს თავს ის, რასაც ვერ ვხედავთ, რაც არ უნდა დავივიწყოთ და რაც, ამავე დროს, ჩვენი განუყოფელი ნაწილია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები:
ბიჭვინთა
სოხუმის ბულვარი
რიწის ტბა
გაგრიფში
სოხუმის ხედი
გულრიფში

ქეთი დავლიანიძე - ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი
დაიბადა 1976 წლის 30 აგვისტოს თბილისში. 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის განყოფილებაზე. ქეთი ასევე სწავლობდა ყარამან ქუთათელაძის სახელოსნოში, 1998 წელს კი სერგო ქობულაძის სახელოსნოში.

თანამედროვე დასავლური ფერწერის მხატვრული ტრადიციის შესწავლისა და საკუთარი სახვითი ენის ძიების პროცესში, ქეთი დავლიანიძისთვის უმნიშვნელოვანესია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმით გატაცება. სხვადასხვა სტილური ელემენტების სინთეზით, „დაწვეთების“ ტექნიკისა და გრაფიკული ნახატის საშუალებით შესრულებული კომპოზიციები ექსპრესიულობით გამოირჩევა. სტილური მრავალფეროვნება მხატვრის მაძიებელ ბუნებაზე მიუთითებს. დროის წარმავალობა, თანამედროვე სამყაროში ადამიანის მდგომარეობის არასტაბილურობა - ქეთი დავლიანიძის ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრების სათქმელია. გამოსახულებათა პირობითობით და მხატვრული დეფორმაციით მიღწეული სტილით, საგანთა სიმბოლიკითა და შესრულების გრაფიკულობით მხატვარი სამყაროს საკუთარი მოდელს ქმნის.

 

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები