კლასობანა - Hopscotch

01 იანვარი -
15
იან
საერთაშორისო გამოფენა
განთავსდა: 15 იანვარი

კლასობანა - Hopscotch

კლასობანა - Hopscotch

კლასობანა - Hopscotch

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას „კლასობანა“. ექსპოზიცია 2019 წლის 20 დეკემბერს გაიხსნება და მის ნახვას დამთვალიერებელი 2020-ის 8 იანვრამდე შეძლებს. გამოფენაში სხვადასხვა თაობის  16 არტისტი მონაწილეობს. კურატორი: კონსტანტინე ბოლქვაძე.

„კლასობანა“ აერთიანებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციას და თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს. ამ ფორმით მუზეუმი აგრძელებს კონცეპტუალურ ხაზს - მისი კოლექცია ღიაა თანამედროვე ხელოვნებასთან დიალოგისთვის.

ამ ექსპოზიციით ხდება ქართული ხელოვნების ისტორიის ზოგადი სისტემატიზაცია. განსხვავებული ხედვები, პოლიტიკური გარემოებები, ღირებულებები და ცვლილებებისკენ სწრაფვა წარმოადგენს გამოფენის მთავარ იდეას. ფერების, სტილების, კონტრასტული ავტორების ექსპერიმენტული შერწყმით კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება ქართული ხელოვნების ხასიათი. განსხვავებული არტისტების ნამუშევრებს, როგორც ვიზუალურ დიალოგს, ერთმანეთთან აკავშირებს ფერის და ფორმის აღქმა, სახე-ხატები, ემოციური ტონალობა, ქვეტექსტები და არტისტული ტემპერამენტები. მოცემულ ათწლეულებში (1960-იანი წლებიდან დღევანდელობამდე) ფორმირებული არტისტები ერთიანი ღერძის ირგვლივ მოძრაობენ... გამოფენის საშუალებით დამთვალიერებელი აღმოჩნდება მრავალწახნაგოვან მოცემულობაში.

დრო და განვითარების ტემპი ახდენს, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი სტილების კლასიფიკაციას, იბადება „ქაოტური წესრიგი“, რაც ნიშანდობლივია პოლიტიკურად მერყევი ქვეყნისთვის.

თამაში „კლასობანა“ ეფუძნება ალაბათობისა თუ შემთხვევითობის პრინციპს, სადაც წინასწარ ვერ გათვლი სწორ სვლას. მოცემულ გამოფენაშიც  კვლევისა და საკურატორო ხედვის სტრატეგია სუბიექტურია. ვიზუალური სტრუქტურა თამაშის მსგავსად წაგებისა და მოგების კატეგორიებში არსებობს.

ზოგადად, ქართული სახელოვნებო სივრცე ფრაგმენტულად ვითარდება -  თანამედროვე ხელოვნება ნაკლებად რეფლექსირებს კულტურულ მემკვიდრეობაზე. სამუზეუმო კოლექციისა და საბჭოთა პერიოდის ხელოვნების თანამედროვე არტისტების ნამუშევრებთან ერთად გამოფენა ცალსახად მეტყველებს ექსპოზიციის ნოვატორულ მხარეზე. მსგავსი საკურატორო ხედვის გამოფენები სერიების ხასიათს მიიღებს.

                                              გამოფენა „კლასობანაში“ მონაწილეობენ:

  • ქეთევან მაღალაშვილი - სოფო ჩხიკვაძე
  • ნათელა იანქოშვილი - მაია ბარათაშვილი
  • ლევან ცუცქირიძე - დავით მაჭავარიანი
  • ალექსანდრე ბანძელაძე - ბესო უზძნაძე
  • კოკი მახარაძე - გიორგი ქოჩიაშვილი
  • ოთარ ჩხარტიშვილი - თუთუ კილაძე
  • ანა შალიკაშვილი - ანუკ ბელუგა
  • ლევან ჭოღოშვილი - თამარ ნადირაძე
სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები