ის, რასაც ვხედავ - What I See

01 იანვარი -
15
იან
საერთაშორისო გამოფენა
განთავსდა: 15 იანვარი

ის, რასაც ვხედავ - What I See

ის, რასაც ვხედავ

ის, რასაც ვხედავ - What I See

,,ის, რასაც ვხედავ“ - შალვა მატუაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა და მასტერკლასი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართველი თანამედროვე ხელოვანის შალვა მატუაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენას - ,,ის, რასაც ვხედავ“.

მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში გამოფენა გაიხსნება 5 აპრილს 19 საათზე. სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 5 აპრილიდან 14 აპრილამდე შეეძლება.

გამოფენის გახსნამდე, 4 აპრილს, 21 საათზე, Public(A) Talks-ის ფარგლებში შალვა მატუაშვილი თქვენთვის ჩაატარებს ხატვის მასტერკლასს, ასევე ისაუბრებს თანამედროვე ხელოვნებაზე და გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი მუსიკოსი - გიგი პიანომენი.

ფერმწერი და გრაფიკოსი შალვა მატუაშვილი 1958 წელს წინანდალში დაიბადა. 1975-1980 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა.

მატუაშვილი 80-იანელთა თაობას მიეკუთვნება და ამ პერიოდში ფიგურატიული ხელოვნების საზღვრებში მოღვაწე შემოქმედთა შორის მკაფიო ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ფერისა და ფორმის სიბრტყეზე გაშლითა და იმპროვიზაციული მანერით მხატვარი განსაკუთრებული სენსუალობის ნაწარმოებს ქმნის. ცნობილი პორტრეტისტის ნამუშევრებში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქალის ნიუს. მიწიერი და მისტიკური საწყისებით შექმნილი ქალის ზოგადი სახე მოკლებულია ყოველგვარ ყოფითობას და კონკრეტიკას. მხატვარი ხშირად მიმართავს ბიბლიურ, მითოლოგიურ და ისტორიულ თემებს.

შალვა მატუაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი). მნიშვნელოვანი კოლექციაა დაცული ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც მხატვარს მთელი დარბაზი ეთმობა. ასევე მატუაშვილის ნამუშევრები ინახება მიუნხენის, სტამბულის, ატლანტას, ტოკიოს, მილანის, პარიზის, მოსკოვის, ბერლინის, ნიუ-იორკის კერძო კოლექციებსა და სხვადასხვა გალერეაში.

კურატორი: ნინო მაჭარაშვილი


 

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები