ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან - Exposition of Artworks from a Private Collection

01 იანვარი -
15
იან
საერთაშორისო გამოფენა
განთავსდა: 15 იანვარი

ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან - Exposition of Artworks from a Private Collection

ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან

ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან - Exposition of Artworks from a Private Collection

მუზეუმის საახალწლო საჩუქარი დამთვალიერებელს - ექსპოზიცია დახურული კოლექციიდან.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართველი თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას "ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან".

მუზეუმის საცავის კარი დამთვალიერებლისთვის საშობაოდ პირველად გაიღება. დროებითი გამოფენების დარბაზში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე პერიოდის 10 ცნობილი ქართველი არტისტის ნამუშევრები ფონდის კოლექციიდან. გამოფენა 25 დეკემბერს, 19 საათზე გაიხსნება და 14 იანვრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

მონაწილე არტისტები:
• ჯიბსონ ხუნდაძე
• ზაალ ბაჩანაშვილი
• გია გუგუშვილი
• ირაკლი სუთიძე
• ირაკლი ფარჯიანი
• ყარამან ქუთათელაძე
• გოგი ჩაგელიშვილი
• ოთარ ჩხარტიშვილი
• ლევან ცუცქირიძე
• თემო ჯაფარიძე.

კურატორი: ნინო მაჭარაშვილი

გამოფენის გახსნა: 25 დეკემბერი, 19:00-21:00.
გამოფენა 14 იანვრამდე გაგრძელდება.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #7, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა და ბოლო 70 წლის ქართული მხატვრობის ნიმუშებს აერთიანებს. მუზეუმში დამფუძნებლების - გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექციაა დაცული. საექსპოზიციო სივრცე - 31 დარბაზი და საგანგებოდ აღჭურვილი საცავი 80-მდე ავტორის 3500 ნამუშევარს ეთმობა.

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები