ხელოვნების როლი ბავშვის განვითარებაში

01 იანვარი -
საერთაშორისო ივენთი
განთავსდა: 10 თებერვალი

ხელოვნების როლი ბავშვის განვითარებაში

“ხელოვნების როლი ბავშვის განვითარებაში” - მუზეუმის ტური ბავშვებისთვის და მშობლების შეხვედრა ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძესთან.

16 თებერვალს, 13:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და „არტჰაუსი“ ოჯახებს - მშობლებს და შვილებს (მოზარდის ასაკი - 5-16 წლის) იწვევს საინტერესო საკვირაო შეხვედრაზე.„პუბლიკაში“ (გუდიაშვილის #18) გაიმართება საჯარო ლექცია „ხელოვნების როლი ბავშვის განვითარევაში“, რომელსაც ცნობილი ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გაუძღვება.

სანამ დაინტერესებული მშობლები ფსიქოლოგთან ისაუბრებენ რა როლი აქვს ხელოვნებას მათი შვილების განვითარებაში, პარალელურად ბავშვებს ჩაუტარდებათ საგანმანათლებლო ტური მუზეუმში ხელოვნებათმცოდნე კოტე ბოლქვაძესთან ერთად. შეხვედრა და ტური მუზეუმში გაგრძელდება დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. შეხვედრის მეორე ნაწილში სტუმრებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები თამარ გაგოშიძეს.

სამუზეუმო ტურის დროს ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე იქნება საუბარი შერჩეულ მხატვრებზე და მათ ნამუშევრებზე - ოლეგ ტიმჩენკო, ტატო ახალკაციშვილი, დიმა ერისთავი, ირაკლი სუთიძე, ირაკლი ფარჯიანი და სხვა. გაივლება პარალელები ანიმაციასთან, კინოსთან, ციფრულ თამაშებთან და ისტორიასთან. მოზარდები ტურის მსვლელობისას დაფიქრდებიან საკუთარ თავზე, ყოველდღიურობაზე, რაც მათ ცხოვრებაში ხელოვნების როლს მნიშვნელოვნად გაზრდის. ტურის შემდეგ, ბოლო ეტაპზე ბავშვები გადაინაცვლებენ დროებით საგამოფენო დარბაზში, სადაც სურვილის შემთხვევაში დახატავენ და ასე გამოეხმაურებიან მუზეუმში ხელოვნებით მიღებულ შთაბეჭდილებებს.

შეხვედრაზე დასწრების ღირებულება, ზრდასრული + ბავშვი - 35 ლარი.
ბილეთის შესაძენად გადადით ბმულზე: https://tkt.ge/Event/229420/khelovnebis-roli-bavshvis-ganvitarebashi?fbclid=IwAR1oOclUxnNnTPyfdXQvjVjYA2RGBkUdDEZl7dkCOgjbji03q7rvdGuCL84

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები