მუსიკა მუზეუმში

01 იანვარი -
საერთაშორისო ივენთი
განთავსდა: 15 იანვარი

მუსიკა მუზეუმში

7 მაისს, 21 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება
კლასიკური მუსიკის საღამო და საგანგებო ექსპოზიცია მხოლოდ ერთი დღით.
მუსიკა მუზეუმში - ამ საღამოების სერიას მსოფლიო ვარსკვლავი, იუნესკოს
მშვიდობის არტისტი, პიანისტი - ელისო ბოლქვაძე გახსნის. სოლო კონცერტს
საგანგებოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტია, რომელსაც
აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს - კონცერტები მთელი მსოფლიოს
მასშტაბით. ცნობილი პიანისტი ასევე არის ბათუმის კლასიკური მუსიკის
საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით
ტარდება. გარდა ამისა, ფრანგული საქველმოქმედო ფონდის „SOS Talents“
საშუალებით, ელისო ბოლქვაძემ არაერთ ნიჭიერ ბავშვს გაუხსნა გზა
საქართველოდან საერთაშორისო სცენისკენ.
მუზეუმში ამ საღამოსთვის, მხოლოდ ერთი დღით, წარმოდგენილი იქნება
ექსპოზიცია - ქალთა პორტრეტები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის
კოლექციიდან.
15 ქართველი თანამედროვე ხელოვანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები
მუზეუმის ფოიეში განსხვავებული ფორმატით და მხოლოდ ერთი დღით იქნება
გამოფენილი. ხელოვანთა შორის არიან: პირველი ქართველი ქალი პორტრეტისტი
ქეთევან მაღალაშვილი, ნონკონფორმისტი მხატვარი ოთარ ჩხარტიშვილი, ასევე
გამორჩეული ქართველი ხელოვანები ირაკლი ფარჯიანი, ესმა ონიანი, ნათელა
იანქოშვილი, დიმიტრი ერისთავი, თემო ჯაფარიძე და სხვები. 1947 წლიდან 2000-იან
წლებამდე შესრულებული ნამუშევრები ასახავს ქართული თანამედროვე
პორტრეტული ხელოვნების საინტერესო განვითარებას.
გამოფენაში მონაწილე მხატვრები: ქეთევან მაღალაშვილი, ნატალია
ფალავანდიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ნათელა იანქოშვილი, ესმა ონიანი,
ოთარ ჩხარტიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, ნიკუშა შენგელაია, ლეოპოლდ ძაძამიძე,
ედმონდ კალანდაძე, დიმიტრი ერისთავი, ჯიბსონ ხუნდაძე, თემო ჯაფარიძე, შალვა
მატუაშვილი, რადიშ თორდია.

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები