130 წლის წინ დაიბადა დავით კაკაბაძე!

01 იანვარი - სახვითი ხელოვნების მუზეუმი
საერთაშორისო ივენთი
განთავსდა: 21 აგვისტო

130 წლის წინ დაიბადა დავით კაკაბაძე!

მისი შემოქმედება აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, თეატრისა და კინოს მხატვრობას. ის ასევე იყო მეცნიერი და გამომგონებელი.

1926 წელს დავით კაკაბაძის ნამუშევრები გამოფენილი იყო საფრანგეთში, დამოუკიდებელთა გამოფენაზე და ამ გამოფენაზე აღმოაჩინა ის ამერიკელმა მხატვარმა და მეცენატმა - ქეთრინ დრაიერმა. მისი დამსახურებით, კაკაბაძის ნამუშევრები წამყვან მოდერნისტ მხატვრებთან ერთად მოხვდა ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუზეუმში.

მოგვიანებით, 1950 წელს ამ კოლექციაზე გამოიცა კატალოგი, რომელშიც ქეთრინ დრაიერი წერდა: “ის იყო ერთი ყველაზე საინტერესო ყველა თანამედროვე მხატვართა და მოქანდაკეთა შორის, ნაწილობრივ მისი საქართველოს უსაზღვრო სიყვარულისა და ნაწილობრივ მისი მეცნიერული წვრთნის გამო, რომლებმაც იგი აქციეს არაჩვეულებრივი ხარისხის შემოქმედ ხელოვანად.”

 

დავით კაკაბაძე. იმერეთი. 1917. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი.

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები