ქართული რესტორანი „ხარჩო“ ქალაქის ცენტრში მდებარეობს. როგორც კი გუდიაშვილის ქუჩიდან არტ ჰაუსის შენობაში შეხვალთ, მოხვდებით გარემოში, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

 

ხარჩოს მენიუ ძირითადად ტრადიციული - და ამავდროულად თანამედროვე ქართული კერძებისგან შედგება. გამოცდილი მზარეული საჭმლის თავისებურ, განსაკუთრებულ ვერსიებს გთავაზობთ. ვისაც ერთხელ მაინც დაუგემოვნებია „ხარჩოს“ საჭმელი, ამაში ნამდვილად დაგვეთანხმება.

აუცილებლად გვინდა ხაზი გავუსვათ „ხარჩოს“ საკმაოდ გამორჩეულ და თვალშისაცემ ინტერიერს. მასში ჭარბობს ქართული ელემენტები, როგორიც არის ქვევრები და არქივიდან ამოღებული, ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები. თუმცა ამავდროულად "რუმს დიზაინმა" იზრუნა იმაზე, რომ ამ ქართულ გარემოში შემოეტანა საკმაოდ საინტერესო, ლამაზი, თანამედროვე ელემენტები, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ კომფორტს და ჰარმონიას რესტორანში.

„ხარჩო“ არის ადგილი, სადაც თანამედროვე და ტრადიციული ქართული კერძები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც მზად არის გასტრონომიული სიახლეებისთვის და სურს კომფორტულ, ელეგანტურ და გამორჩეულ გარემოში გაატაროს საღამო.

„ხარჩოში“ შეგიძლიათ გასინჯოთ „ესმას ნამცხვარი“, რომელიც ფელამუშისგან მზადდება და სწორედ ქართველი მხატვარის და პოეტის ესმა ონიანის ფერწერის შთაგონებით არის შექმნილი. მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები კი ჩვენს მუზეუმშია დაცული.

სამუშაო საათები

ორშ 12:00 am–12:00 pm
სამ 12:00 am–12:00 pm
ოთხ 12:00 am–12:00 pm
ხუთ 12:00 am–12:00 pm
პარ 12:00 am–12:00 pm
შაბ 12:00 am–12:00 pm
კვ 12:00 am–12:00 pm



კონტაქტი

ლადო გუდიაშვილის ქ. 18

0105, თბილისი,

საქართველო 


+995 544 444 001
Facebook

დაჯავშნე
ადგილის მათთვის, ვისთვისაც გემრიელი საკვები სიამოვნებას წარმოადგენს
სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები