პუბლიკა - კომფორტული სამუშაო სივრცე და ადგილი შეხვედრებისთვის !

„პუბლიკა“ ახალ-ამერიკული ბარ-ლაუნჯია, მას რამდენიმე დატვირთვა აქვს და სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, თბილისში.

ის ყველა ასაკის, გემოვნებისა თუ ინტერესების მქონე ადამიანებისთვის არის შექმნილი და  ყოველთვის ღიაა ახალი იდეებისთვის და ექსპერიმენტებისთვის.

„პუბლიკას“ ბარში  შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსხვავებული და მრავალფეროვანი კოქტეილები.

 

პირველ რიგში გვინდა გამოვყოთ ბურგერები, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში. ნამდვილი ამერიკული, გემრიელი და მადისაღმძვრელი სლაიდერები, რომელის გასინჯვის შემდეგ, სხვაგან წასვლა აღარასდროს მოგინდებათ.

„პუბლიკაში“ არის ხელოვნების კუთხე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, დახატოს და თავისი ნამუშევარი დაუტოვოს იმ ადამიანებს, რომლებიც აქ შთაგონების საპოვნელად და ახალ-ახალი იდეებით დასატვირთად მოდიან.

რაც შეეხება ინტერიერს, თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. კლასიკური და თანამედროვე ამერიკული სტილი იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაღაც მომენტში შეიძლება დაგავიწყდეთ კიდეც, რომ თბილისის ცენტრში იმყოფებით.

"პუბლიკაში" ღონისძიებები იმართება ყველა გემოვნების ადამიანებისთვის და სთავაზობს მათ ალტერნატიულ სივრცეს დროის საუკეთესოდ გასატარებლად.

სამუშაო საათები

ორშ 12:00 am–12:00 pm
სამ 12:00 am–12:00 pm
ოთხ 12:00 am–12:00 pm
ხუთ 12:00 am–12:00 pm
პარ 12:00 am–12:00 pm
შაბ 12:00 am–12:00 pm
კვ 12:00 am–12:00 pm



კონტაქტი

ლადო გუდიაშვილის ქ. 18

0105, თბილისი,

საქართველო 


+995 544 444 002
Facebook

დაჯავშნე
ადგილის მათთვის, ვისთვისაც გემრიელი საკვები სიამოვნებას წარმოადგენს
სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები