


_(1).jpg)





21
მაი
მაი
28
თებ
თებ
23
იან
იან
20
ივნ
ივნ
14
იან
იან
10
ივლ
ივლ
16
მაი
მაი
05
აპრ
აპრ
05
მარ
მარ
25
დეკ
დეკ
ახალი ადგილი შეუფასებელი კოლექციებისთვის
აღმოაჩინე ჩვენი კოლექცია.
100-ზე მეტი ქართველი ხელოვანის
3500+ ნამუშევარი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
სასტუმროდან მუზეუმამდე
მუზეუმის ადგილს, რუსთაველის 7 ნომერს დიდი ისტორია აქვს: მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ ცნობილი სასტუმრო „ორიანტი” იყო, შემდეგ ის „მხატვრის სახლად” გადაკეთდა. 90-იან წლებში „მხატვრის სახლი” სრულად განადგურდა სამოქალაქო ომის შედეგად. 2013 წლიდან კი გაჩნდა იდეა ეს ადგილი ქართული ხელოვნების სახლად ქცეულიყო და დაიწყო მუზეუმის მშენებლობა. 5 წლის შემდეგ, 2018 წლის 2 ოქტომბერს კი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კარი გაიღო და აქაურობამ პირველ დამთვალიერებლებს უმასპინძლა.
ახალი ადგილი შეუფასებელი კოლექციებისთვის
მუზეუმში წარმოდგენილია გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექცია - ასზე მეტი ხელოვანის მიერ შექმნილი 3500-ზე მეტი ნამუშევარი. მუზეუმის მიზანი არის ქართული ხელოვნების ერთ სივრცეში თავმოყრა, კვლევა და პოპულარიზაცია
მუზეუმის დათვალიერების დაწყება სასურველია ბოლო სართულიდან. მე-5, მე-4 და მე-3 სართულებზე ქრონოლოგიური განვითარების პრინციპით განლაგებულია სკულპტურული, ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ნახატი-ობიექტები. სამივე სართულზე, ისტორიულ-პოლიტიკური პერიოდების თვალსაზრისითაც, საკმაოდ მრავალფეროვანი სურათი იქმნება - სოციალისტური რეალიზმის, დათბობის პერიოდის, საბჭოთა რეჟიმის დაშლის, ცივი ომის, სამოქალაქო ომის და დამოუკიდებელი საქართველოს სახით. თითოეული სართული განსხვავებული თხრობაა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ქართული ფერწერა სახვითი ტრადიციების შენარჩუნებასა და ამავდროულად ცვლილებებისკენ სწრაფვას.


სამუშაო საათები | მუზეუმი | არტჰაუსი | მუზეუმ შოპ | ფინტნესი | მრკტ |
ორშ | დაკეტილია | 12:00 - 23:00 | CLOSED | 07:00 - 23:00 | 11:00 - 21:00 |
სამ | 10:00 - 19:00 | 12:00 - 23:00 | 10:00 – 19:00 | 07:00 - 23:00 | 11:00 - 21:00 |
ოთხ | 10:00 - 19:00 | 12:00 - 23:00 | 10:00 – 19:00 | 07:00 - 23:00 | 11:00 - 21:00 |
ხუთ | 10:00 - 19:00 | 12:00 - 23:00 | 10:00 – 19:00 | 07:00 - 23:00 | 11:00 - 21:00 |
პარ | 10:00 - 19:00 | 12:00 - 23:00 | 10:00 – 19:00 | 07:00 - 23:00 | 11:00 - 21:00 |
შაბ | 10:00 - 19:00 | 12:00 - 23:00 | 10:00 – 19:00 | 07:00 - 23:00 | 11:00 - 21:00 |
კვ | 10:00 - 19:00 | 12:00 - 23:00 | 10:00 – 19:00 | 07:00 - 23:00 | 11:00 - 21:00 |
გვეწვიეთ Instagram გვერდზე
Georgian Museum of Fine Arts/
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
Instagram @ georgianart